ჟან ტიულარი

ჟან ტიულარი

ჟან ტიულარი (1933), ისტორიკოსი, ნაპოლეონ I-ის და მისი ეპოქის სპეციალისტი, სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ და ისტორიულ მეცნიერებათა პროფესორი, მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ნაპოლეონის ინსტიტუტის საპატიო პრეზიდენტი, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, ღირსების ორდენის ოფიცერი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის ოფიცერი, აკადემიური პალმის რტოს ორდენის კავალერი. მისი ავტორობითა და სამეცნიერო რედაქტორობით გამოცემულია ორმოცდაათზე მეტი წიგნი ნაპოლეონისა და მისი ეპოქის შესახებ.