აჰმედ ჰამდი თანფინარი

აჰმედ ჰამდი თანფინარი

აჰმედ ჰამდი თანფინარი (1901-1962) მეოცე საუკუნის თურქული ლიტერატურის გამორჩეული პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსია. მან თავის შემოქმედებაში შექმნა განსაკუთრებული სამყარო, სადაც ერთმანეთში ჩააქსოვა წერის დასავლური ფორმები და ოტომანთა დეკადენტური კულტურის მგრძნობიარე სიმები. აჰმედ ჰამდი თანფინარის სახელს ატარებს სტამბოლის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც ყოველ წელს იმართება, თანფინარის სახელობისაა თურქეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია.