ივ ბონფუა

ივ ბონფუა

  • 1923-2016

ივ ბონფუა (1923-2016) - ფრანგი პოეტი, ხელოვნებათმცოდნე და მთარგმნელი. იგი ითვლება ერთ-ერთ დიდ ფრანგ პოეტად. ივ ბონფუამ დაამთავრა მათემატიკის, მეცნიერებათა ისტორიის და ფილოსოფიის ფაკულტეტები პუატიესა და სორბონის უნივერსიტეტებში. 1943 წელს გადაწყვეტილება მიიღო, მთელი ცხოვრება პოეზიისთვის მიეძღვნა. მინიჭებული ჰქონდა წოდება Docteur Honoris Causa. ივ ბონფუა ათი საერთაშორისო და რვა საფრანგეთის ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, მათ შორის კრიტიკოსთა, საფრანგეთის აკადემიის, გონკურის, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის. არის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი.