მარგერიტ დიურასი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მნიშვნელოვანი ფრანგი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორია. იგი დაიბადა ინდოჩინეთში და კოლონიური ბავშვობისას მიღებული გამოცდილების კვალი ნათლად ჩანს მის შემოქმედებაში. თავისი ახლებური ხედვით მან განავითარა დახვეწილი, გამორჩეული სტილი, რომელმაც თანამედროვე ლიტერატურაზე დიდი გავლენა მოახდინა. მას მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია. მის შემოქმედება დღემდე კვლევის საგანია.