ფრედ ვარგასი, ნამდვილი სახელით გვარით ფრედერიკ ოდუენ-რუზო, არის ცნობილი ფრანგი მწერალი, რომელიც ძირითადად დეტექტიური რომანებით გახდა პოპულარული - განსაკუთრებით იმ სერიით, სადაც მთავარი გმირი კომისარი ადამსბერგია. ფრედ ვარგასი განათლებით ისტორიკოსი და არქეოზოოლოგია და თავის ტექსტებში წარმატებით აერთიანებს მეცნიერებას, ფანტაზიასა და პოეტურობას. მისი ორიგინალური სტილი - იდუმალი და ღრმად ადამიანური - აღიარებულია მრავალი ლიტერატურული ჯილდოთი. მისი დეტექტიური რომანები ძალიან უყვართ მკითხველებს როგორც საფრანგეთში, ისე სხვა ქვეყნებში.