.პატრიკ მოდიანო თანამედროვე ფრანგი მწერალია. 2014 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. მისი ნაწარმოებები ძირითადად ეძღვნება მეხსიერების, იდენტობისა და მეორე მსოფლიო ომის თემებს. მოდიანოს სტილს ახასიათებს ლაკონიურობა და მელანქოლიური ტონალობა.