ჟოელ დიკერი (1985-) შვეიცარიელი ფრანგულენოვანი მწერალია. 2005 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაწარმოები - მოთხრობა ,,ვეფხვი", რომელიც დაჯილდოვდა ახალგაზრდა ავტორების საერთაშორისო პრემიით. 2010 წელს მან დაწერა პირველი რომანი ,,ჩვენი მამების ბოლო დღეები", რომელიც დაჯილდოვდა ჟენეველი მწერლების პრემიით. 2012 წელს ჟოელ დიკერმა გამოაქვეყნა მეორე რომანი ,,სიმართლე ჰარი კებერის საქმის შესახებ", რომელმაც ავტორს საერთაშორისო აღიარება და მრავალი პრიზი მოუტანა.