ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი მწერალი, მფრინავი და ჰუმანისტი, XX საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იგი ლიონში დაიბადა და ახალგაზრდობიდანვე აერთიანებდა ცის სიყვარულს და სიტყვით თვითგამოხატვის წყურვილს. უდაბნოებისა და ოკეანეების თავზე ფრენით მიღებულმა გამოცდილებებმა დააწერინა გამორჩეული ნაწარმოებები, როგორიცაა ღამის ფრენა, დედამიწის ადამიანები და მისი შედევრი პატარა პრინცი, რომელიც ასობით ენაზეა თარგმნილი. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი დაიღუპა სამხედრო სადაზვერვო ფრენისას 1944 წლის ივლისში, მარსელის სანაპიროსთან. რადგან მისი ნეშტი დაიკარგა, პარიზში, პანთეონის კედელზე მის საპატივცემულოდ გაკეთებულია დაფა წარწერით „მწერალსა და მფრინავს, რომელიც 1944 წლის 31 ივლისს სადაზვერვო მისიას შეეწირა“. მისი შემოქმედება, ჰუმანიზმითა და პოეტური სინაზითაა სავსე და დღემდე ანათებს მკითხველთა თაობების გულებს მთელ მსოფლიოში.