დანიელ პენაკი, თანამედროვე ფრანგი მწერალი, ფრანგი მკითხველების უსაყვარლესი ავტორია. იგი მაროკოში, კასაბლანკაში დაიბადა. წლების განმავლობაში მწერლის პროფესიას სკოლის მასწავლებლობას უთავსებდა. მისი ნაწარმოებები საფრანგეთის განათლების სამინისტროს სავალდებულოდ წასაკითხი ლიტერატურის სიაშია შეტანილი და ყველა ბავშვი იცნობს მის საბავშვო გმირებს - ძაღლს სახელად ძაღლი, ცალთვალა მგელს, თავგადასავლების მოყვარულ კამოს... მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ფრანგებისთვის დანიელ პენაკი `მალოსენთა საგას~ ავტორია. საგაში გაერთიანებული შვიდი წიგნიდან გამომცემლობა აგორამ ქართველ მკითხველს უკვე გააცნო სამი რომანი _ `კაციჭამიათა საბედნიეროდ~, `ფერია კარაბინით~ და `პროზის გამყიდველი გოგონა~. დანიელ პენაკს მრავალი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული: კრიტიკოსთა პრემია დეტექტივისთვის, ლივრ ინტერის პრემია, ულისეს პრემია, რენოდოს პრემია, ლურჯი მეტროპოლისის დიდი პრემია და სხვ.