ჟულეინ გრაკი, ნამდვილი სახელით და გვარით ლუი პუარიე, ფრანგი კლასიკოსი მწერალია. დაამთავრა ჟორჟ კლემანსოს ლიცეუმი ქალაქ ნანტში. შეისწავლა ალენის ფილოსოფია პარიზის ანრი IV-ის სახელობის ლიცეუმში. დაამთავრა პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა (École Normale Supérieure); პარალელურად - პოლიტიკურ მეცნიერებათა თავისუფალი სკოლა, ძირითად პროფესიად კი ისტორია და გეოგრაფია აირჩია. სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ნანტში და რამდენიმე წლის განმავლობაში ასწავლიდა გეოგრაფიას ჟორჟ კლემანსოს ლიცუემში. 1939 წელს იგი ომში გაიწვიეს ლეიტენანტის წოდებით, სადაც ორი წელი დაჰყო და 1941 წელს ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს. ჟულიენ გრაკმა სამწერლო მოღვაწეობა 1934 წელს დაიწყო. არის ოცზე მეტი რომანისა და მხატვრული ესეის ავტორი. 1951 წელს ნაწარმოებისთვის „სირტის ნაპირი“ გონკურის პრემია მიენიჭა, რაზედაც უარი თქვა. ჟულიენ გრაკის ნაწარმოებები 27 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულად.