ჟაკლინ სირაძე ფრანგული ენის სპეციალისტი, ლიტერატორი და კრიტიკოსია. იგი დაიბადა ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი. არის მრავალი სტატიისა და ბევრი საინტერესო ნაშრომის ავტორი. მისი მამა, შალვა სირაძე, მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, 1945 წელს იგი ამერიკელებმა გაათავისუფლეს და საცხოვრებლად ბელგიაში დარჩა, საიდანაც 1963 წელს ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში.