პიერ ლემეტრი - ფრანგი მწერალი და სცენარისტი, 2013 წლის გონკურის პრემიის ლაურეატი დაიბადა პარიზში 1951 წელს. უკვე ორმოცდაათ წელს გადაცილებული იყო, როდესაც მისი პირველი რომანი გამოიცა. მისი რომანები კრიტიკოსთა და მკითხველთა შორის თანაბარი პოპულარობით სარგებლობს. 2013 წელს პიერ ლემეტრის რომანმა ,,მშვიდობით, ერთმანეთს ზეცაში შევხვდებით“ გონკურის პრემია მოიპოვა. პიერ ლემეტრის რომანები მრავალ ენაზეა თარგმნილი; მისი ნაწარმოებების მიხედვით მრავალი კინოფილმია შექმნილი, მათ შორის ფილმმა ,,მშვიდობით, ერთმანეთს ზეცაში შევხვდებით“ საუკეთესო სცენარისთვის ,,სეზარის“ პრემია მოიპოვა.