ტომა გუნზიგი (1970-) თანამედროვე ბელგიელი მწერალია. წერს რომანებს, ნოველებს, სცენარებს, პიესებს. პირველი ნოველების კრებული 1993 წელს გამოაქვეყნა. ტომა გუნზიგის შემოქმედება შავი იუმორით გამოირჩევა. თავისი ნაწარმოებებისთვის მიღებული აქვს როსელის, ფილიგრანის და გამომცემლობების ლიტერატურული პრემიები, ასევე მაგრიტის პრემია საუკეთესო სცენარისთვის.