,,აღრეული სეზონები“ რენო ს. ლიოტეს პირველი რომანია, რომელიც დეტექტიურ ჟანრს განეკუთვნება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა ქვეყანაში მისი საელჩოების მღელვარე ცხოვრების გაცნობასთან ერთად, რომანი მკითხველს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს მაღალჩინოსანი დიპლომატის მკვლელობის გამოძიებას, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგით მთავრდება.