„ადამიანური კომედია“ უილიამ საროიანის მსოფლიო ბესტსელერია. იგი ერთ-გვარი სუფთა ჰაერია, რადგან ის სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიკეთის გზავნი-ლებს ატარებს, რაც ვერავის დატოვებს გულგრილს. ამავე დროს, მწერალი შესანიშნავად აჩვენებს, რომ ცხოვრება წარმოადგენს ბრძოლას - ახალგაზრდებისთვისაც, ზრდასრულებისთვისაც, მოხუცებისთვისაც... ყველა ჩვენგანისთვის. პატარა ამერიკული ოჯახის ტკივილი და სიხარული არ არის მხოლოდ მათი, წიგნში მოცემული მიკროკოსმოსი მაკროკოსმოსის ნაწილია და სწორედ ამას აგრძნობინებს ავტორი ყველა ეროვნების მკითხველს. ყველა თემა, რასაც კი წიგნი ეხება, უნივერსალურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიტერატურას შეუძლია დააახლოოს ადამიანები, თუნდაც ფიზიკურად შორს მყოფი. ეს კი მაღალი ხარისხის ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.