„მეტეოროლოგი“ - ფრანგი მწერლის, ოლივიე როლენის ისტორიული რომანია, რომელიც საბჭოთა კავშირის მეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსეი ვანგენჰაიმის ნამდვილ ისტორიას გვიყვება. 1934 წელს იგი სტალინური რეჟიმის მსხვერპლი გახდა, დააპატიმრეს და გულაგში გადაასახლეს. პატიმრობის მძიმე წლების განმავლობაში ვანგენჰაიმი პატარა ქალიშვილს წერილებს, ნახატებსა და გამოცანებს უგზავნიდა. ნაწარმოები მოგვითხრობს ადამიანის ბედზე, მამა-შვილის სიყვარულზე, იმედზე და სტალინური რეპრესიების სისასტიკეზე.