სელია აჰავას წიგნის „ციდან ჩამოვარდნილი საგნები“ ონლაინ პრეზენტაცია
? გამომცემლობა "აგორა" გიწვევთ სელია აჰავას წიგნის „ციდან ჩამოვარდნილი საგნები“ ონლაინ პრეზენტაციაზე!
✔ სელია აჰავა თანამედროვე ფინელი მწერალია. ჰელსინკის თეატრალური აკადემიის კურსდამთავრებული, ის მხატვრული ლიტერატურის გარდა ასევე აქტიურადაა ჩართული კინემატოგრაფიის ინდუსტრიაშიც და წერს სცენარებს, რადიოპიესებს. მისი ტექსტები აგრეთვე ახლავს ალბომებსა და ხელოვნების პერფორმანსებს.
? რომანმა „ციდან ჩამოვარდნილი საგნები“ 2016 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო. მასში პატარა გოგონა სარა გვიყვება სკანდინავიური ცხოვრების ამბებს. ზოგი მხიარულია, მაგალითად, თუ როგორ მოიგო ანუ-მამიდამ ლატარიაში უზარმაზარი თანხა, რომელიც „სახლში ვერ მოიტანა და პირდაპირ ბანკში წაიღეს.“ ზოგიც სევდიანი, მაგრამ დამაფიქრებელი და მაინც იმედისმომცემი.
? შეხვედრის სტუმრები იქნებიან მწერალი სელია აჰავა და ფინურიდან ამ წიგნის მთარგმნელი დიმიტრი გოგოლაშვილი. შესაბამისად, მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაესაუბრონ ამ ნაწარმოების შემქმნელებს.
? შეხვედრა გაიმართება ძირითადად ინგლისურ ენაზე. თუმცა, შესაძლებელი იქნება ავტორისათვის კითხვის დასმა ქართულადაც.
? შეხვედრის თარიღი და დრო: 13 ივლისი (სამშაბათი), 17.00 საათი. გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი zoom ბმულით:
https://us02web.zoom.us/j/81116504921?pwd=dFFwdU5rbUkwL3pVektWMVVVV2NjQT09
? წიგნის თარგმანი შესრულდა პროექტის "მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკომისიის პროგრამის "კრეატიული ევროპა" ფინანსური მხარდაჭერით.
შემოგვიერთდით!