რენო სალენს ლიოტეს წიგნის პრეზენტაცია
25 იანვარს, საქართველოს მწერალთა სახლში რენო სალენს ლიოტეს (1967-2022) რომანის, ’’სტალინის აბაზანა’,’ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობა "აგორას" მიერ 2023 წელს გამოიცა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის მხარდაჭერით.
ბატონი რენო სალენსი გახლდათ დიპლომატი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2012-2016 წლებში. თავისი პირველი რომანი, ’’აღრეული სეზონები’’, რომელიც საქართველოში ცხოვრების პერიოდში დაწერა, საფრანგეთში 2018 წელს გამოქვეყნდა გამომცემლობა "სეის" მიერ ლიოტეს გვარით, რომელიც ავტორმა სამწერლო ფსევდონიმად აირჩია. მეორე რომანი, ’’სტალინის აბაზანა’’, საფრანგეთში 2022 წელს, ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.