
ნანა ლალიაშვილი
23 Aug, 2023
-
30 Jul, 2023
2023 წელს ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელი" ნომინაციაში საუკეთესო პიესა პრემია გადაეცა ბესო ხვედელიძეს ნაწარმოებისთვის ,,ხიდჩატეხილობა".
გაიგე მეტი-
31 Mar, 2023
გამოვლინდა გერონტი ქიქოძის პრემიის 2023 წლის გამარჯვებული
გაიგე მეტი-
22 Jan, 2023
ცხადდება კონკურსი გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად!
პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს.
- რომანის ქართული თარგმანი კონკურსზე უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან მთარგმნელმა;
- რომანის ქართული თარგმანი ბეჭდური სახით გამოცემული უნდა იყოს 2022 წელს;
- განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 10 თებერვალია;
- გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამოცხადდება მარტის თვეში;
- პრემია წარმოადგენს 1000 ლარს. იგი გადაეცემა მთარგმნელს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია გამომცემლობა აგორას საიტზე (http://agorabooks.ge/ka/award).
გამომცემლობა აგორა გისურვებთ წარმატებას!
.
18 Sep, 2022
ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ მხარს უჭერს ევროპული ლიტერატურის თარგმნისა და პოპულარიზაციის ინიციატივებს. მისი მიზანია, გააფართოვოს ევროპის მრავალფეროვანი ლიტერატურის გავრცელება სხვადასხვა ქვეყანაში და ხელი შეუწყოს ევროპელ ავტორებს ახალი პუბლიკის მოპოვებაში.
გაიგე მეტი.
16 Sep, 2022
სელია აჰავა თანამედროვე ფინელი მწერალი და სცენარისტია. მას დაწერილი აქვს რამდენიმე რომანი. რომანისთვის „ციდან ჩამოვარდნილი საგნები“ სელია აჰავას 2016 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.
გაიგე მეტი.
15 Sep, 2022
ივ ბონფუა ფრანგი პოეტი, ხელოვნების კრიტიკოსი და მთარგმნელია. საფრანგეთში მას მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის უდიდეს პოეტად მიიჩნევენ. მას გამოცემული აქვს ოცდაათზე მეტი ლექსების კრებული და მცირეტანიანი რომანი.
გაიგე მეტი.
15 Sep, 2022
ანჯელა ნანეტი იტალიელების საყვარელი საბავშვო მწერალია. წიგნისთვის „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“ მან მიიღო საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის ხელოვნების საერთაშორისო პრემია.
გაიგე მეტი.
15 Sep, 2022
მარია გრიპე შვედი საბავშვო-საყმაწვილო მწერალია. მის კალამს ეკუთვნის ორმოცამდე წიგნი, რომლებისთვისაც მწერალმა მრავალი ლიტერატურული ჯილდო მიიღო, მათ შორის: დობლოუგის პრემია (Dobloug Prize) შვედური და ნორვეგიული მხატვრული ლიტერატურისთვის; სკანდინავიის საბავშვო წიგნის პრემია (Nordic Children’s Book Prize); საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მარია გრიპე დაჯილდოებულია ჰანს ქრისტიან ანდერსენის მედლით.
გაიგე მეტი.
15 Sep, 2022
ემანუელე ტრევი თანამედროვე იტალიელი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და წამყვანია. 28 წლის ასაკში სტაჟიორად მოეწყო პიერ პაოლო პაზოლინის ფონდში. ახალგაზრდა ტრევის მიზნად ჰქონდა მოეძია, დაემუშავებინა, დაეხარისხებინა და წიგნად გამოეცა პაზოლინის ინტერვიუები.
გაიგე მეტი