ნანა ლალიაშვილი მთარგმნელი და საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტია. მუშაობს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენის და ლიტერატურის სპეციალობით, და პარიზის, პარიზი-X ნანტერის უნივერსიტეტი წიგნის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობით. გავლილი აქვს სხვადასხვა სტაჟირება პარიზში, სენ-კანტენ-ან-ივლინში და ნანტში, გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურული სტატიები პერიოდულ გამოცემებში.