ემა ობგაიძე, ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი. დამთავრებული აქვს თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ისტიტუტი, დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია ბელორუსიაში, ქ. მინსკის უცხო ენათა ინსტიტუტში. გავლილი აქვს სტაჟირება საფრანგეთში, ქ. გრენობლის უნივერსიტეტში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინსტიტუტში, შემდეგ მუშაობდა მთარგმნელად საფრანგეთის საელჩოში. 2015 წლიდან ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ფრანგული ენიდან თარგმნა ფრედ ვარგასის, რომენ გარის, გრეგუარ დელაკურის და სებასტიან ჟაპრიზოს ნაწარმოებები.