გურანდა დათაშვილი

გურანდა დათაშვილი

გურანდა დათაშვილი, ფრანგული ენის პედაგოგი, ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომის ჟიურის წევრი და მთარგმნელია. როგორც ფრანგული ენის სპეციალისტს, გავლილი აქვს მრავალი სტაჟირება. 2001 წლიდან ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ფრანგული ენიდან თარგმნილი აქვს მარგერიტ დიურესის “კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ“, „ლოლ ვ. სტეინის გატაცება“, ბლეზ სანდრარის „ოქრო“, „რომი“, ალბერ კამიუს “უცხო“ და სხვ.