ირინა ლაბაძე, ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელია. მას დამთავრებული აქვს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი და თარჯიმანთა და მთარგმნელთა უმაღლესი სკოლა. როგორც ფრანგული ენის პედაგოგს გავლილი აქვს სტაჟირება მონპელიეს პოლ ვალერის უნივერსიტეტში. იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სპორტული პროფილის რესპუბლიკურ სკოლა-ინტერნატსა და ილიას უნივერსიტეტში. მონაწილეობდა გამომცდელად საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ ჩატარებული ფრანგული ენის ცოდნის გამოცდებზე და გამსწორებლად საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისა და მასწავლებლების შესარჩევ კონკურსში. მუშაობდა მთარგმნელად ტექნიკური პროფილის სამეცნიერო დაწესებულებასა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. სამჯერ მოიპოვა საფრანგეთის სახელმწიფო მთარგმნელობითი სტიპენდია. 2004 წლიდან დღემდე ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ფრანგული ენიდან თარგმნილი აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის, რეჯებ ჟორდანიას „ლევილში გავიზარდე“ , ფილიპ კლოდელის „ბროდეკის ჩანაწერები“ , რომენ გარის „ქალის ნათელი“, გაეტან სუსის „გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ასანთი“ და სხვ.