ლალი უნაფქოშვილი

ლალი უნაფქოშვილი

ლალი უნაფქოშვილი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეცილისტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. დაახლოებით ოცდაათი წელი მუშაობდა თბილისის მერიაში ფრანკოფონურ ქალაქებთან ურთიერთობაზე. მთარგმნელობითი საქმიანობა ბოლო პერიოდში დაიწყო. მისი პირველი თარგმანი იყო ჟულიენ გრაკის „ქალაქის ფორმა“, რომელსაც საქართველოს მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ მიენიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო თარგმანი“. 2020 წელს საფრანგეთის მთავრობამ ლალი უნაფქოშვილს ქართულ-ფრანგულ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის აკადემიური პალმის რტოს ორდენის ოფიცრის წოდება მინიჭა.