დიმიტრი გოგოლაშვილი მრავალენოვანი მთარგმნელია. მას დამთავრებული აქვს თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული და ინგლისური ენების ფაკულტეტი თარგმანის მიმართულებით, ფინური ენების ფაკულტეტი ოულუს უნივერსიტეტში (ფინეთი), სადაც ასევე სწავლობდა ფრანგულ და შვედურ ენებს, ლიტერატურას. მას გავლილი აქვს ამერიკულ-ქართული უნივერსიტეტის კურსი ამერიკული ინგლისურის შესასწავლად, ინგლისური ენის კურსი კემბრიჯის უნივერსიტეტში, შვედური ენის კურსი თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში; შვედურის დასახვეწად და ამ ენაზე კრეატიული წერის შესასწავლად, ორი წელი სწავლობდა სამ შვედურ სპეციალურ კოლეჯში. შვედურად თარგმნილი აქვს ორი თანამედროვე ქართული რომანი (არჩილ ქიქოძისა და მარი ბექაურის). წერს პროზას შვედურად. ასწავლიდა ფინურ და შვედურ ენებს, ლიტერატურასა და კულტურას თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიმიტრი გოგოლაშვილი თარგმნის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ფინური, შვედური და დანიური ენებიდან, დღეისთვის თარგმნილი აქვს 25 წიგნი, ძირითადად რომანები.