მარინა ბალავაძე

მარინა ბალავაძე

მარინა ბალავაძე, ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. როგორც პედაგოგს გავლილი აქვს მრავალი სტაჟირება, მათ შორის ლუარის მხარის საუნივერსიტეტო ინსტიტუტში მასწავლებელთა დახელოვნების სამწლიანი პროგრამა, მიღებული აქვს ფრანგული ენის დარგობრივი მიმართულებით სწავლების (IFOS) სერტიფიკატი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში, შემდგომში პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ეწეოდა სამეცნიერო ტექსტების თარგმანს. მონაწილეობა მიიღო ფრანგულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში. თარგმნილი აქვს ჟან მარი დენკენის პოლიტიკური მეცნიერება, ივ ტისიეს ევროპის ლექსიკონი, როლან ბარტის მითოლოგიები, ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან, ალბერ კამიუს სიზიფის მითი, ამბოხებული ადამიანი, ჟან ტიულარის ნაპოლეონი, ერთი ცხოვრების საბედისწერო მომენტები და სხვ. 2006 წლიდან ხელმძღვანელობს გამომცემლობა აგორას. 2013 წელს საფრანგეთის მთავრობის მიერ დაჯილდოვდა ხელოვნებისა და ლიტერატურის კავალრის ორდენით.