სებასტიან ჟაპრიზო

სებასტიან ჟაპრიზო

სებასტიან ჟაპრიზო, ნამდვილი სახელით და გვარით ჟან-ბატისტ როსი (1931-2003), იტალიური წარმოშობის ფრანგი რომანისტია. იგი ფრანგი მკითხველების გამორჩეულად საყვარელი დეტექტივების ავტორია. მიღებული აქვს დეტექტიური ლიტერატურის გრან-პრი, დე-მაგოს პრემია, ინტერალიეს პრემია და სხვ. მისი დეტექტივების მიხედვით გადაღებულია არაერთი ფილმი.