AgoraBooks.Ge


გამომცემლობა აგორა დაარსდა 2006 წელს. მისი საგამომცემლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: მხატვრული ლიტერატურა - რომანი, მოთხრობები, პოეზია; ფილოსოფიური, ისტორიული, სოციოლოგიური და ანტროპოლოგიური ესეები, საბავშვო ნაწარმოებები. აგორა გამოსცემს ქართველი ავტორების ნაწარმოებებს და თარგმანებს, უმეტესწილად ფრანგული ენიდან.

აგორა პატარა გამომცემლობაა, მაგრამ დღეისთვის გამოცემული აქვს ორმოცდაათამდე წიგნი, მათ შორის აღსანიშნავია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" (მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი), ალბერ კამიუს ათი ნაწარმოები, მეოცე საუკუნის მითად ქცეული კომიქსი "ტენტენის თავგადასავალი", ფრანგული ენის სახელმძღვანელო. ამჟამად გამომცმელობა ამზადებს ფრანგულ-ქართულ ლექსიკონს.

აგორას მიერ გამოცემულია ამერიკელი, ბელგიელი, შვეიცარიელი და ყველაზე დიდი რაოდენობით ფრანგი კლასიკური თუ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები. საფრანგეთის კულტურის გავრცელებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გამომცემლობა აგორას დირექტორი, მარინა ბალავაძე, საფრანგეთის მთავრობამ 2014 წლის იანვარში დააჯილდოვა ორდენით და მიანიჭა წოდება: ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

აგორას მიერ გამოცემულ წიგნებს მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდოები:

წლის საუკეთესო თარგმანი ფრანგული ენიდან 2007, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის პრემია - ლორან გოდეს "სკორტების მზე", მთარგმნელი ნინო ახვლედიანი;

ბიბლიოთეკარის რჩეული 2007, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრემია - ლორან გოდე "სკორტების მზე", მთარგმნელი ნინო ახვლედიანი;

საბა 2008, წლის საუკეთესო თარგმანი - დანიელ პენაკის "ძაღლი ძაღლი", მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი;

წლის საუკეთესო თარგმანი ფრანგული ენიდან 2008, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის პრემია - მოლიერის "დონ ჟუანი", მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი;

უცხოური პიესის წლის საუკეთესო თარგმანი 2008, მიხეილ თუმანიშვილის ფონდის პრემია - ანკა ვისდეის "მუდამ ერთად", მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი.

უცხოური პიესის წლის საუკეთესო თარგმანი 2014, მიხეილ თუმანიშვილის ფონდის პრემია - ბომარშეს "შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება", მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი.