„ცხოვრება წინაა“ არაბი მოზარდისა და მისი ებრაელი აღმზრდელის გულისშემძვრელი ამბავია. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებს ერთი რამ აძლევს ძალას, რომ წინ, მომავლისკენ იმედით მიაპყრონ მზერა - ესაა სიყვარული, მოყვასის სიყვარული, რომელსაც ვერაფერი აკნინებს - ვერც სიღატაკე, ვერც ჭუჭყი, ვერც გაუნათლებლობა, ვერც სამარცხვინო ხელობა - და რომლისთვისაც ღირს ცხოვრება.