დაპირება განთიადისას - ფრანგი მწერლის, რომენ გარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც დედასა და შვილს შორის განსაკუთრებულ, უჩვეულოდ ძლიერ სიყვარულზე მოგვითხრობს. წიგნის მთავარი პერსონაჟი თავად ავტორია. იგი იხსენებს ბავშვობას, დედასთან ურთიერთობას, სიღარიბეს, სირთულეებსა და იმ ოცნებებს, რომლებსაც დედა მას ბავშვობიდანვე უნერგავდა. რომენის დედას შვილის განსაკუთრებული მომავლის სჯერა. იგი დარწმუნებულია, რომ მისი ვაჟი გახდება ცნობილი მწერალი, წარმატებული ადამიანი, გმირი და ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოისურვებს. დედის სიყვარული იმდენად დიდი და ყოვლისმომცველია, რომ ზოგჯერ მძიმე პასუხისმგებლობადაც იქცევა. რომენი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს, გაამართლოს დედის მოლოდინები და შეასრულოს ის დაპირება, რომელიც მისთვის ბავშვობიდანვე იქცა ცხოვრებისეულ მისიად.