რომენ გარი

რომენ გარი

  • 1914-1980

რომენ გარი, რომლის ნამდვილი გვარია კაცევი, დაიბადა ვილნოში (ახლანდელ ვილნიუსში). ბავშვობაშივე დედასთან ერთად ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაეწერა გენერალ დე გოლის არმიაში და მონაწილეობდა საფრანგეთის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. იგი იბრძოდა ინგლისში, აფრიკაში, აბისინიაში და ლიბიაშიც, მო-ნაწილეობდა ნორმანდიის ცნობილ ბრძოლებში. მიღებული აქვს საპა¬ტიო ლეგიონის კომანდორის წოდება, განმათავისუფლებელი ბრძო¬ლის კომპანიონის ორდენი, საბრძოლო მამაცობის ჯვარი ორჯერ, წინააღმდეგობის მოძრაობის მედალი და დაჭრილთა მედალი. ომის შემდეგ რომენ გარი დიპლომატიურ კარიერას გაჰყვა. მოღვაწეობ¬და სოფიაში, ბერნში, გაეროში, ბოლოვიაში; ბოლოს, იყო კონსუ¬ლი ლოს-ანჯელესში. რომენ გარი რამდენჯერმე დაქორწინდა. მისი ერთ-ერთი მეუღლე, „ახალი ტალღის“ სახელგანთქმული მსახიობი ჯინ სებერგი საეჭვო წრეში აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ჯინ სებერგმა თავი მოიკლა. ერთი წლის თა¬ვზე, რომენ გარიმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რო¬მენ გარის კალამს ეკუთვნის ოცზე მეტი რომანი, პიესა, მოთხრობების კრებული, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა _ რომენ გარი, ემილ აჟარი, ფოსკო სინიბალდი, შატან ბოგატი. იგი ერთადერთი მწერალია, რომელსაც ორჯერ აქვს მიღებული საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია _ გონკურის პრემია _ წიგნე¬ბისთვის „ცის ფესვები“ და „ცხოვრება წინაა“. მხოლოდ მისი გარ¬დაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ სხვადასხვა ფსევდონიმით გამო¬ქვეყნებული ეს ორი ნაწარმოები ერთსა და იმავე ავტორს ეკუთვნოდა.