ალბერ კამიუს ესეი ,,ამბოხებული ადამიანი” 1951 წელს გამოიცა. მასში გაანალიზებულია საზოგადოების მეტაფიზიკური და საპროტესტო ტალღის ისტორიული განვითარება, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში. მან შეისწავლა სხვადასხვა მწერლებისა და მხატვრების კონცეფციები: მარკიზ დე სადი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ფიოდორ დოსტიევსკი, ფრიდრიხ ნიცშე, რათა შეექმნა ამბოხებული ადამიანის ისტორიული პორტრეტი.