რა არის ლიტერატურა?

რა არის ლიტერატურა?

24.40 ლარი

მარაგშია

„რა არის ლიტერატურა?“ მიზნად ისახავდა პასუხი გაეცა იმ მრავალრიცხოვანი კრიტიკისთვის, რომელიც გაისმოდა ანგაჟირებულობის პრინციპთან დაკავშირებით იმ მწერლების მხრიდან, რომელთაც სარტრი პატივს სცემდა. აუცილებელი იყო ღრმა რეფლექსია მწერლის მდგომარეობაზე, იმის ხელახლა შესწავლა, რასაც „ლე ტან მოდერნის“ ხელმძღვანელი გულისხმობდა „ლიტერატურულ ანგაჟირებულობაში“ და მისი აუცილებლობის ხელახლა დამტკიცება. საფრანგეთის სოციალური მოწყობა უნდა თავიდან გააზრებულიყო, მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბებულიყო და საჯაროდ გაცხადებულიყო: ვინ შეიძლება ყოფილიყო ამის ამხსნელი, თუ არა ის, ვისი ხელობაც იყო წერა, ვისაც ჰქონდა გააზრებისთვის საჭირო დრო და არგუმენტირების საშუალებები? მწერლის ამაში დასარწმუნებლად საკმარისი არ იყო მისთვის მოქალაქეობრივი ვალდებულებების შეხსენება; სარტრის აზრით, საჭირო იყო მწერალს საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვა წერასთან მისი დამოკიდებულების გულწრფელობაზე.