რომანში „ბონდრე“ მოთხრობილი ამბები 1967 წლის ზაფხულში ვითარდება, ტბის პირას, სადაც ზაფხულობით დამსვენებლები ჩადიან. ეს პატარა საზაფხულო საზოგადოება ორენოვანია, კვებეკიდან ჩამოსულები ფრანგულად მეტყველებენ, ამერიკიდან ჩამოსულები - ინგლისურად. ენის ბარიერის მიუხედავად, ისინი ერთიანდებიან საერთო უბედურების გამო, რომელიც თავს დაატყდება მოზარდების სილაღით, სილამაზით, უზრუნველობით, სითამამით, თავხედობით, და მაინც ჯერ კიდევ ბავშვური ფიქრებით აღსავსე ცხოვრებას. ამ რომანის გამოქვეყნების შემდეგ, ანდრე ა. მიშოს „დეტექტივების პრუსტი“ შეარქვეს.