ანდრე ა. მიშო თანამედროვე კანადელი ფრანგულენოვანი მწერალია, დეტექტივების, ფსიქოლოგიური რომანებისა და პიესების ავტორი. დამთავრებული აქვს ფილოსოფიის, კინოს და ლინგვისტიკის ფაკულტეტები ლავალის უნივერსიტეტში, მაგისტრატურა ლიტერატურის დარგში მონრეალის უნივერსიტეტში. ორჯერ აქვს მიღებული კანადის გენერალური გუბერნატორის პრემია, მათ შორის ერთხელ რომანისთვის „ბონდრე“. მიღებული აქვს ასევე რენგეს, სენ-პაკომის, არტურ-ელისის, კოლეჯის მოსწავლეთა, მატილდ-მასეს ბიბლიოთეკის, რივაჟის წიგნის მაღაზიათა, მუსა კონატეს ლიტერატურული პრემიები, საფრანგეთის რკინიგზელთა მიერ გაცემული დეტექტივის პრემია, ლიონის დეტექტივების ფესტივალის მკითხველთა პრემია (Quai du polar).