,,ოთხი წლის რომ ვიყავი, ოთხი ბებია-ბაბუა მყავდა: ორი - ქალაქში და ორიც - სოფელში“. ასე იწყება ეს წიგნი, რომლიც მოგვითხრობს არაჩვეულებრივ ბაბუაზე და ალუბლის ხეზე, ბატ ალფონსინაზე და მის ქმარ ორესტეზე, ბებია ტეოდოლინდაზე და მის ფუმფულა ,,რაღაცებზე“; და ბავშვზე, რომელსაც არ ავიწყდება თავისი ,,გიჟი“ ბაბუა, რომელიც ხეებზე ადიოდა და რომელმაც მას უამრავი ბედნიერი წუთი აჩუქა. 2020 წელს წიგნმა მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია, როგორც საბავშვო-საყმაწვილო რომანის წლის საუკეთესო თარგმანმა. წიგნი გამოიცა ევროკავშირის პროგრამის ,,შემოქმედებითი ევროპის“ პროექტის ფარგლებში.