ანჯელა ნანეტი (1942-) იტალიელი საბავშვო და საყმაწვილო მწერალია. ბოლონიის უნივერსიტეტი შუასაუკუნეების ისტორიის სპეციალობით დაასრულა. წლების განმავლობაში სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. მრავალი რომანი აქვს გამოქვეყნებული, რომელთა ძირითადი თემა ადამიანებს შორის ურთიერთობაა და რომელთა მთავარი პერსონაჟები ბავშვები და მოზარდები არიან. 1995 წელს მიატოვა მასწავლებლობა და სამწერლობო საქმიანობას მიუძღვნა თავი. სხვადასხვა წლებში სამჯერ აქვს მიღებული ანდერსენის პრემია ,,ბავშვობის სამყარო“ როგორც წლის საუკეთესო ავტორს. ,, ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“ იტალიურიდან თარგმნა როზა ოდიშვილმა (2020)