გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია



გერონტი ქიქოძის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება 2024 წლის 23 იანვრიდან 20 თებერვლამდე.


გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია დააარსა გამომცემლობა აგორამ 2019 წელს და 2023 წლამდე იგი ყოველწლიურად გადაეცემოდა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანს. 2024 წლიდან გერონტი ქიქოძის პრემია ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი ნაწარმოების (რომანის, მოთხრობების კრებულის, ესეის, დოკუმენტური პროზის, პოეზიის, პიესის) საუკეთესო ქართულ თარგმანს.

 

ჟიური შედგება ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებისგან და არის კონფიდენციალური.

ლაურეატის გამოსავლენად ჟიური ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით:

თარგმანის ხარისხი: რამდენად კარგად ფლობს მთარგმნელი ქართულ და ფრანგულ ენებს, რამდენად ადეკვატურად გადმოაქვს აზრი, რამდენად ინარჩუნებს ენის რეგისტრს, მწერლის სტილს და სხვ.
- რამდენად ხელს შეუწყობს ეს თარგმანი ქართული სალიტერატურო ენის განვიტარებას.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

- ნაწარმოების ორიგინალი დაწერილი უნდა იყოს ფრანგულ ენაზე, ავტორი უნდა იყოს ფრანგი ან ფრანგულენოვანი ქვეყნის წარმომადგენელი;
- ნაწარმოები თარგმნილი უნდა იყოს ფრანგული ენიდან;
- ქართული გამომცემლობა უნდა ფლობდეს ნაწარმოების ქართულ ენაზე გამოცემის საავტორო უფლებას, თუ მწერალი ცოცხალია ან მისი გარდაცვალებიდან არ არის გასული 70 წელი.
- ნაწარმოების ქართული თარგმანი ბეჭდური სახით გამოცემული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების წინა წელს.
- ნაწარმოების ქართული თარგმანი კონკურსზე უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან მთარგმნელმა. განაცხადი უნდა შეივსოს გამომცემლობა აგორას საიტზე (http://agorabooks.ge/ka/award), ხოლო წიგნის ორი ეგზემპლარი მიაწოდოთ - ეკა ჩაჩხიანს მისამართზე: პასტერის ქ. 5. გთხოვთ, წიგნების ჩაბარების დრო წინასწარ შეათანხმოთ ტელეფონით 555541900.
- განაცხადებების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
- გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამოცხადდება 21 მარტს.
- პრემია წარმოადგენს 1000 ლარს. იგი გადაეცემა მთარგმნელს.

2021 წლიდან პერიოდულად გაიცემა ასევე პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი ღვაწლისთვის. პრემიიის ოდენობაა 1000 ლარი. ლაურეატს ასახელებს თავად გამომცემლობა აგორა.


გამომცემლობა აგორა გისურვებთ წარმატებას!

 

შეავსეთ განაცხადი

გამომცემლობის საკონტაქტო პირი
მთარგმნელი

ლაურეატები

2024 - ბაჩანა ჩაბრაძე: ალფრედ ჟარის “იუბიუ მეფე”, გიიომ აპოლინერის “ტირესიასის ჯიქნები” 2024 - თამარ ლომიძე: მირჩა ელიადეს “მეფისტოფელი და ანდროგინი” 2023 - გოჩა ჯავახიშვილი: ჟან-ლუკ კოატალემის "წილი და ხვედრი შთამომავლისა“ 2022 - გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი: ალბერ კამიუს "პირველი ადამიანი" 2022 - პაატა ჯავახიშვილი: მატიას ენარის "კომპასი" 2021 - მერაბ ფიფია: ჟილ ლერუას "Alabama Song", სულაკაურის გამომცემლობა 2021 - გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი: მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი ღვაწლისთვის 2020 - ემა ობგაიძე: ფრედ ვარგასის "აკრძალული ადგილი", გამომცემლობა აგორა 2019 - ცისანა ბიბილეიშვილი: ქეთევან დავრიშევის "დაშორებულები", გამომცემლობა უსტარი