რომანი „თავისუფლების ექვსი ხარისხი“ 2015 წელს გამოიცა და იმავე წელს მიიღო გენერალური გუბერნატორის ლიტერატურული პრემია. იგი მოგვითხრობს ცნობისმოყვარე ახალგაზრდებზე, რომლებიც არა მარტო ამა თუ იმ საკითხში ღრმა ცოდნის მიღებით იღებენ სიამოვნებას, არამედ ახერხებენ ეს ცოდნა გამოცდილებად აქციონ და კაცობრიობას გამოწვევით მიმართონ. „ტექნოლოგიის მიზანი ადამიანური გამოცდილების გაზრდა უნდა იყოს“, - თვლის ერთ-ერთი პროტაგონისტი და ინფორმატიკოსი მეგობრის დახმარებით აქამდე არნახულ მოგზაურობაში მიდის.