სტეფანი პელეტიე

სტეფანი პელეტიე

  • 1980-

სტეფანი პელეტიე (1980- ) კანადელი ფრანგულენოვანი მწერალია. 2009 წლიდან მონაწილეობას იღებს ლიტერატურულ სპექტაკლებში, შეხვედრებში, წერის სახელოსნოებში. იგი ლიტერატურული სპექტაკლების საზოგადოების ,,ეგზილის“ მხატვრული დირექტორია. მწერალს გამოქვეყნებული აქვს ნოველების კრებულები და რომანი ,,დაგაზი“. ნოველების კრებულს ,,როცა კრაზანები ჩუმდებიან“ 2013 წელს მიენიჭა კანადის გენერალური გუბერნატორის პრემია.