რით არ ვარ ქართველი?

რით არ ვარ ქართველი?

47.00 ლარი

მარაგშია

ფრანსუა კოტინის ნოველები ცხოვრებისეულ შემთხვევითობებზეა. მაგრამ მართლა არსებობს შემთხვევითობები? იქნებ ისინი მათი მოხდენის სურვილის შედეგია? ფრანსუა კოტინის სურს თვალი აგვიხილოს და დაგვანახოს არსებობის საოცარი, მაგიური მხარე. იგი ფიქრობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი გულით გწადია. მან იცის, თვალნათლივ როგორ დაინახოს სურვილი, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ განხორციელდეს. მისი ნაწერები გაჯერებულია იუმორით, სულიერებითა და ფანტაზიით. ისინი ფანტასტიკის სფეროსაც სწვდება და მოულოდნელ ვარდნებსაც გვთავაზობს. წიგნი გაფორმებულია ირაკლი ნასიძის ილუსტრაციებით. ირაკლი ნასიძე არის მხატვარი და შემოქმედი, ფრანგული მაღალი მოდის „მეტრი“. იგი პირველი ქართველი დიაზინერია, რომელიც 90-იან წლებში მშობლიური ქალაქის, თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მოდის მექად აღიარებულ პარიზში გაემგზავრა, 2002 წელს კი პარიზის მოდის მუზეუმში, Palais Galliera-ში პირველი კოლექციის ჩვენება გამართა, მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში. სწორედ აქ დაიმკვიდრა თავი ხელოვანმა, შექმნა თავისი სტილი და სახელი (ფრანგული ბრენდი) - IRAKLI. ამჟამად დიზაინერი სამ ქვეყანაში მოღვაწეობს - საფრანგეთში, საქართველოსა და ჩინეთში.