• -

  • 15 Jun, 2021

ივ ბონფუას წიგნის "მოძრაობა და უძრაობა დუვისა" ონლაინ პრეზენტაცია

? გამომცემლობა "აგორა" გიწვევთ ივ ბონფუას წიგნის "მოძრაობა და უძრაობა დუვისა" ონლაინ პრეზენტაციაზე! ✔ ივ ბონფუა გამოჩენილი და ტიტულოვანი თანამედროვე ფრანგი პოეტია. მათემატიკოსობიდან ფილოსოფიის გავლით ის შემოქმედებით საქმიანობას 1943 წლიდან ეწეოდა. ბონფუა მრავალგზის გამხდარა საფრანგეთისა და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. ის ფლობდა Docteur Honoris Causa წოდებას. ? წინამდებარე ლექსების კრებული გამოცემულია 1953 წელს. სურრეალისტური ხერხების გამოყენების, პოეტი გამოგვზაურებს სიკვდილის, როგორც სიცოცხლის თანმდევის, და სიცოცხლის, მისი მარადიულობისა და კვლავდაბრუნების, ლაბირინთებში. ? მკითხველებს ექნებათ შესაძლებლობა გაესაუბრონ ბატონ მერაბ მიქელაძეს, ანთროპოლოგიის დოქტორსა და ფრანგულიდან ამ წიგნის მთარგმნელს. ? შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე 18 ივნისს (პარასკევს) 17.00 საათზე ონლაინ ფორმატში. ? წიგნის თარგმანი შესრულდა პროექტის "მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკომისიის პროგრამის "კრეატიული ევროპა" ფინანსური მხარდაჭერით. გელით!