• -

  • 01 Jul, 2021

ანჯელა ნანეტის წიგნის "ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“ ონლაინ პრეზენტაცია

? გამომცემლობა "აგორა" გიწვევთ ანჯელა ნანეტის წიგნის "ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყოონლაინ პრეზენტაციაზე!

 

ანჯელა ნანეტი თანამედროვე იტალიელი მწერალია. მისი ჟანრობრივი ნიშა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაა. განათლებით შუასაუკუნეების ისტორიის სპეციალისტმა, მრავალი წელი სკოლაში პედაგოგად იმუშავა. 1995 წლიდან ის მხოლოდ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. მას ლიტერატურულ დარგში მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, ანდერსენის პრემია „ბავშვობის სამყარო“, პრემია „სტრეგა“ და სხვა. ამას გარდა, ის ევროპელ მწერალთა და ხელოვანთა არაერთი კავშირისა თუ ჟიურის წევრია.   

 

? "ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო1998 წელს გამოიცა. მასში პატარა იტალიელი გოგო გვიყვება თავის ბავშვობაზე, ბებია-ბაბუებთან და მშობლებთან ურთიერთობაზე, იხსენებს სკოლას, მის განცდებსა და შთაბეჭდილებებს. „ბავშვური სიბრძნით“ მოვლენებისა და თავგადასავლების აღწერას შემოაქვს სილაღე და იუმორი. ტონინოში ბევრმა ჩვენგანმა საკუთარი თავი შეიძლება ამოვიცნოთ. იტალიური ოჯახის მაგალითზე კი ჩვენი სახლი გაგვახსენდეს. მართალია, მთხრობელი მცირეწლოვანია, მაგრამ მისი „გაცნობა“ ზრდასრულისთვისაც იქნება საინტერესო და გამამდიდრებელი.



? მკითხველებს ექნებათ შესაძლებლობა გაესაუბრონ ქალბატონ როზა ოდიშვილს, იტალიურიდან ამ წიგნის მთარგმნელს.

 

? შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე 2 ივლისს (პარასკევს) 16:00 საათზე ზუმ პლატფორმის საშუალებით. გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი ბმულით: https://us02web.zoom.us/j/86352973800?pwd=cDg5Y1h3cVRINXZ5OTFIWHRLRk1OUT09 

 

 

? წიგნის თარგმანი შესრულდა პროექტის "მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკომისიის პროგრამის "კრეატიული ევროპა" ფინანსური მხარდაჭერით.



შემოგვიერთდით!