ალექსანდრ ვუაზარი თანამედროვე შვეიცარიელი პოეტი, ჟურას რეგიონიდან. მღელვარე ბავშვობის შემდეგ ბოჰემური ახალგაზრდობა გამოიარა და მშობლიური მხარის მტკივნეულმა სიყვარულმა ხელში კალამი ააღებინა. იგი თავდადებული იბრძოდა ჟურას კეთილდღეობისთვის, დამოუკიდებლობისთვის. 1978 წლის გამოსვლების დროს , როცა ბოლოს და ბოლოს ჟურას კანტონი შეიქმნა, ახალგაზრდობა ალექსანდრ ვუაზარის ლექსს ,,თავისუფლება განთიადისას“ სკანდირებდა. ალექსანდ ვუაზარს ოცდაათზე მეტი ლექსების კრებული და სხვა ნაწერები აქვს გამოქვეყნებული. მას თერთმეტზე მეტი პრემია აქვს მიღებული.