ბლეზ სანდრარი (1887-1961) - შვეიცარიელი ფრანგულენოვანი მწერალი და პოეტი, რომელმაც თავდაყირა დააყენა რომანისტული თხრობის პრინციპები თავისი სხარტი, ლაკონური სტილით. რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილი რომანებით შემოიტანა ახალი ჟანრი: "ლიტერატურული რეპორტაჟები". როცა პირველ აღიარებას მოიპოვებს, პირველი მსოფლიო ომი იწყება. ბრძოლის ველზე, მის გვერდით აფეთქებული ყუმბარა მარჯვენა ხელს წააცლის - მწერლის ხელს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ რამეში არწმუნებს - ამიერიდან მარცხენა ხელით უნდა წეროს... ბლეზ სანდრარი - თავგადასავლების მაძიებელი, თავისუფლებაზე უგონოდ შეყვარებული ადამიანი, რომლის მთელი ცხოვრება დგაფუნით მოედინება მის თავბრუდამხვევ, რიტმულ, მუსიკალურ, პოეზიით გულაძგერებულ პროზაში.