მაია კუზინო მოლენი კანადელი აბორიგენი პოეტია. იგი დაიბადა 1975 წელს მინგანში. მისი ბიოლოგიური მშობლები ინუს ტომის მკვიდრნი, ხოლო აღმზრდელი მშობლები კვებეკელები არიან. გოგონას აღზრდის პერიოდში მის ბიოლოგიურ და აღმზრდელ მშობლებს შორის კავშირი არასოდეს გაწყვეტილა. მაია კუზინო მოლენმა დაამთავრა ლავალის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში მოღვაწეობა დაიწყო ავტოქტონური მოსახლეობის დასაცავად. შემდეგ იგი კიდევ უფრო აქტიური გახდა. ამავე დროს, იგი ძალას იკრებდა, როგორც პოეტი. მის კალამს ეკუთვნის ნოველები, საბავშვო ნაწარმოები, თუმცა მან სახელი მოიხვეჭა თავისი პოეტური კრებულით ,,ლიქენების შვილები“, რომელსაც 2022 წელს გენერალური გუბერნატორის პრემია მიენიჭა, როგორც წლის საუკეთესო პოეტურ კრებულს.