THE FALL

THE FALL

რომანი გრძელ მონოლოგს წარმოადგენს და ერთიანად „დაცემითაა“ გამსჭვალული. იგი იწყება ფიზიკური ვარდნით, როცა ახალგაზრდა ქალი თავს იკლავს, გრძელდება მთავარი გმირის მორალური და სოციალური დაცემით, გეოგრაფიული დაცემით (მზიანი ქვეყნიდან გაქცევა), რელიგიური დაცემით (ანალოგია ბიბლიურ პერსონაჟებთან). დაბოლოს, ეს უსასრულო აღსარება, რომელიც სინდისის ქენჯნას, სინანულს, შეცდომების აღიარებას წარმოადგენს, საკუთარი დაცემით კმაყოფილებაში გადადის და ისმის კითხვა: რამდენად გულწრფელია ეს ყველაფერი?