• -

  • 07 Sep, 2022

მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში

 
მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში
ავტორი: გურანდა ბურსულაია
პროექტის "მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში" ფარგლებში რვა თანამედროვე ევროპელი ავტორის წიგნი ითარგმნა ქართულ ენაზე. ეს პროექტი ხორციელდება ევროკომისიის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" ფინანსური მხარდაჭერით.
ნათარგმნი ნაწარმოებია:
• ანჯელა ნანეტის „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“ (იტალია, მთ. როზა ოდიშვილი)
• სელია აჰავას „ციდან ჩამოვარდნილი საგნები“ (ფინეთი, მთ. დიმიტრი გოგოლაშვილი)
• ივ ბონფუას „მოძრაობა და უძრაობა დუვისა“ (საფრანგეთი, მთ. მერაბ მიქელაძე)
• ემანუელე ტრევის „რაღაც ნაწერი“ (იტალია, მთ. როზა ოდიშვილი)
• ტომა გუნზიგის „ჩემ გარდა არავინ მომკვდარა“ (ბელგია, მთ. თამარ ხოსრუაშვილი)
• ფილიპ ჯიანის „ნიანგები“ (საფრანგეთი, მთ. თამარ ხოსრუაშვილი)
• მარია გრიპეს „ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს“ (შვედეთი, მთ. დიმიტრი გოგოლაშვილი)
• გაელ ჟოსის „ელის აილენდის უკანასკნელი მცველი“ (საფრანგეთი, მთ. თამარ ხოსრუაშვილი)
ეს წიგნები გვპირდებიან მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას ადამიანების გონებასა და გულებში, რაც გვეხმიანება და თანაგანცდას იწვევს ჩვენში. ბავშვების თვალით დანახული ფერადი სამყაროდან დაწყებული, თანამედროვე საზოგადოების რეფლექსიით გაგრძელებული და ფილოსოფიის მისტერიულ წიაღში კარის შეღებით დამთავრებული, პერსონაჟები გვაღელვებენ, გვაფიქრებენ, გვემოგობრებიან და გულითად მასპინძლობას გვიწევენ საკუთარ რეალიებში. ეს მოგზაურობა გვაჩვენებს თუ რამდენად პატარაა და ურთიერთდაკავშირებულია მსოფლიო და რაოდენ ბევრი საერთო გვაქვს ერთმანეთთან სხვადასხვა კულტურის ადამიანებს. ამ ვირტუალური მგზავრობის ლაიტმოტივი კი იუმორი, გაცხადებული თუ ნაგულისხმევი ჰუმანურობა და სიკეთეა.
ასე და ამგვარად, შეპირებისამებრ რვა თანამედროვე ევროპელმა მწერალმა გვამოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა კუნჭულში, გაგვიღო ბევრი ადამიანის სახლის, გონებისა და გულის კარები. ჩავიჭყიტეთ სულის ყველაზე ბნელ ნაწილშიც და სიკეთემაც გაგვინათა გზა. სოციუმის ფსკერზეც ვიყავით და ფრთებშესხმულობაც განვიცადეთ. ემოციების ჭიდილის, გონებამახვილობის, სიბრძნის, პიროვნული ზრდის მოწმეებიც გავხდით. მარია გრიპეს კითხვაზე კი პასუხი ჯერ კიდევ გასაცემი გვაქვს „მაშ, რამ აგარჩევინა სწორედ ახლა, სწორედ ეს ნაწარმოებ(ებ)ი, მკითხველო?“ მართლაც და რამ?!
სტატია სრულად იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/agorageo/photos/a.1027773123953156/5494685343928556/