William Saroyan

William Saroyan

  • 1908-1981

უილიამ საროიანი (1908-1981) კალიფორნიაში, ქალაქ ფრესნოში, დაბადებული, სომხური წარმოშობის ამერიკელი მწერალია. სამი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა და თავის და-ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში მოხვდა, სადაც რამდენიმე წელი გაატარა, სანამ დედასთან დაბრუნდებოდა. იგი მცირე ასაკიდან მუშაობდა. მისი პირველი პიესა 1939 წელს ნიუ-იორკის თეატრალურმა გილდიამ დადგა. 1940 წელს უილიამ საროიანმა უარი თქვა პულიცერის პრემიაზე, რომელიც მეორე პიესისთვის მიანიჭეს, რადგან თვლიდა, რომ იგი არაფრით იყო მის მიერ დაწერილ სხვა ნაწარმოებებზე უკეთესი, თუმცა დათანხმდა ნიუ-იორკის თეატრალური კრიტიკოსთა წრის პრემიას. 1943 წელს მიიღო ,,აკადემიური პრემია საუკეთესო ისტორიისთვის“, რომელიც მიენიჭა მისი რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს „ადამიანური კომედია“.