Actualités

  • -

  • 22 Jan, 2023

Prix de Geronti Kikodze 2023

ცხადდება კონკურსი გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად!
პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს.

-
რომანის ქართული თარგმანი კონკურსზე უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან მთარგმნელმა;
-
რომანის ქართული თარგმანი ბეჭდური სახით გამოცემული უნდა იყოს 2022 წელს;
-
განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
-
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 10 თებერვალია;
-
გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამოცხადდება მარტის თვეში;
-
პრემია წარმოადგენს 1000 ლარს. იგი გადაეცემა მთარგმნელს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია გამომცემლობა აგორას საიტზე (http://agorabooks.ge/ka/award).

გამომცემლობა აგორა გისურვებთ წარმატებას

Voir plus
  • .

  • 18 Sep, 2022

მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში

ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ მხარს უჭერს ევროპული ლიტერატურის თარგმნისა და პოპულარიზაციის ინიციატივებს. მისი მიზანია, გააფართოვოს ევროპის მრავალფეროვანი ლიტერატურის გავრცელება სხვადასხვა ქვეყანაში და ხელი შეუწყოს ევროპელ ავტორებს ახალი პუბლიკის მოპოვებაში.

Voir plus
  • .

  • 16 Sep, 2022

სელია აჰავას "ციდან ჩამოვარდნილი საგნები" სტატიის ავტორი ნანა ლალიაშვილი

სელია აჰავა თანამედროვე ფინელი მწერალი და სცენარისტია. მას დაწერილი აქვს რამდენიმე რომანი. რომანისთვის ციდან ჩამოვარდნილი საგნები სელია აჰავას 2016 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.

Voir plus